
ვინ არის საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც გიორგი ქობულია შეცვალა
- 18/04/19
- 5629 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა. თურნავას მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
დეკლარაციაში დოკუმენტის თანახმდ, ეკონომიკის მინისტრი ფლობს: 130,79 კვადრატული მეტრისა და 137,21 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 20,3 კვ. მეტრის ავტოფარეხსა და 1 615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში. მის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes Benz ML class, რომელიც მინისტრმა 2014 წელს 43 000 დოლარად შეიძინა.
ეკონომიკის მინისტრს ჰყავს მეუღლე, რომელიც ფლობს - ორ ბინას ბათუმში, 1 ბინას თბილისში, ასევე სამ მიწის ნაკვეთს დედოფლისწყაროში; ორ მიწის ნაკვეთს ლაგოდეხის რაიონში და 380 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი Mercedes Benz ML class-ი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1 275,71 ლარი; 1 491.47 დოლარი და 2 603,03 ევრო ჰქონდა. გარდა ამისა, არის შპს „სამშენებლო კონსტრუქციის“ 100%-იანი წილის მფლობელი.