შარლიზ ტერონმა გადაწყვიტა საკუთარი 7 წლის ვაჟი გოგონად გაზარდოს

ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა შარლიზ ტერონმა გადაწყვიტა, 7 წლის ვაჟი ჯექსონი გოგოდ გაზარდოს. ამის შესახებ Daily Mail წერს.

„მეც მეგონა, რომ ჯექსონი ბიჭია, სანამ მან 3 წლის ასაკში არ თქვა, რომ ბიჭი არ არის. ახლა ორი გოგო მყავს და ჩემი მოვალეობა მათზე ზრუნვაა“, - ამბობს მსახიობი.

ტერონის თქმით, ასეთი დამოკიდებულება მან დედისგან ისწავლა. მსახიობის აზრით, მისი შვილები ისეთებად დაიბადნენ, როგორებიც არიან, ამიტომ მშობლები არ უნდა წყვეტდნენ, თუ ვინ იქნებიან მათი შვილები. 

შარლიზ ტერონმა ჯექსონი 2012 წელს სამხრეთ აფრიკაში იშვილა.