თბილისში 2 წლის ბავშვმა დედა აივანზე ჩაკეტა
- 23/04/19
- 9774 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ისნის რაიონში მეხანძრე-მაშველებმა ჩაკეტილი ბინიდან ორი წლის ბავშვი გამოიყვანეს. პატარა გოგონა ბინაში მარტო მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა აივანზე გასულ დედას კარები შიგნიდან ჩაუკეტა. იმ დროს დედა-შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე ბინაში მარტო იმყოფებოდნენ.
მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ სწრაფადვე მივიდნენ. ისინი ბინის აივანზე სახურავიდან თოკებით დაეშვნენ და ბინაში იქიდან შეაღწიეს.
მაშველებმა პატარა გოგონა ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს და მშობელს გადასცეს.
შენიშვნა: ფოტოსურათი პირობითია