"ცათამბჯენის აუზიდან წყალი ჩანჩქერივით ასხავდა მიწისძვრის გამო..."



22 აპრილს ფილიპინებზე 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოცდა. ის განსაკუთრებით ფილიპინების დედაქალაქში იგრძნობოდა, მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი სასტუმროს 53-ე სართულზე მდებარე პენტჰაუსის აუზი დაზიანდა და წყალი ცათამბჯენიდან ჩანჩქერივით გადმოიღვარა.

ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება სულ მცირე 24 ადამიანი. დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილებს ეძებენ