ცნობილი ქართველები, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის დაიჭირეს

ლევან ჯიბღაშვილი - მსახიობი

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 ე მუხლის პირველი და მესამე "ა" ქვეპუნქტებით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10-ათასლარიანი გირაო განუსაზღვრა.

მსახიობმა და ბიზნესმენმა 10-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

გიორგი გიორგანაშვილი - მსახიობი

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლს, იგი­ვე "ბა­ხა­ლას" ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლის 25 იან­ვარს ბა­თუ­მი­დან ტაქ­სით თბი­ლის­ში მი­მა­ვა­ლი გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე-14 კი­ლო­მეტრზე გა­ა­ჩე­რეს. მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ქურ­თუ­კის ჯი­ბი­დან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლე პარკში მო­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის" შემ­ცვე­ლი 45 აბი და 4 აბის ნა­ტე­ხი ამო­ი­ღეს. მას 8 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

მიშ­კა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ქე­ბუ­რია - "ბირ­ჟა მა­ფია"

რე­პე­რე­ბი 2017 წლის 8 ივ­ნისს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პრო­ექტ "ბირ­ჟა მა­ფი­ის" წევ­რებს Young Mic (მიშ­კა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი) და Kay G (გი­ორ­გი ქე­ბუ­რია) გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის MDMA-ს უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბო­და.

თუმ­ცა, თა­ვად პრო­ექტ "ბირ­ჟა მა­ფი­ას" წევ­რე­ბი და მათი ახ­ლობ­ლე­ბი და­კა­ვე­ბას რეპ­რე­ბის სკან­და­ლურ კლიპს უკავ­ში­რებ­დნენ. კლიპ­ში "TSL შავი ზედა" პო­ლი­ცი­ე­ლია გა­შარ­ჟე­ბუ­ლი.


კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (მა­მუ­ლი­ჩა) - პრო­დი­უ­სე­რი

პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2015 წლის 18 ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. მას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნა ედე­ბო­და ბრა­ლად. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კის დროს ხელ­ბარ­გი­დან და პი­რა­დი სა­ფუ­ლი­დან ამო­ი­ღეს სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, კერ­ძოდ, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია: 5.591 გრ კო­კა­ი­ნი, 1,15 გრ კა­ნა­ფის ფისი და მდმ ე.წ. "ექ­სტა­ზი" 0,2048 გრ.

მა­მუ­ლაშ­ვილს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კო­კა­ი­ნის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი და­უდ­გინ­და. "მა­მუ­ლი­ჩას" წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. გა­მო­ძი­ე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და სსკ-ის 262-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით).

2015 წლის 9 სექ­ტემ­ბერს კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მას, დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, პა­ტიმ­რო­ბა 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლა. ცნო­ბილ პრო­დი­უ­სერს და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ და­ე­ვა­ლა პას­პორ­ტის და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ჩა­ბა­რე­ბა, ასე­ვე 10 დღე­ში ერთხელ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი (როს­ტო) - ტე­ლე­წამ­ყვა­ნი; ლაშა კურ­ტა­ნი­ძე - მსა­ხი­ო­ბი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

20 ივ­ლისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­სა და ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლათ. ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი 150 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 150 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­მო­უშ­ვეს მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი ლაშა კურ­ტა­ნი­ძეც.

2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ფორმ­დე­ბო­და, თუმ­ცა, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა უარ­ყო. მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე პირი დამ­ნა­შა­ვედ სცნო დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში. ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წელი მი­ე­სა­ჯა, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს - 5 წელი. 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა. ამ დრომ­დე სას­ჯელს იხ­დის ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც რო­გორც ცნო­ბი­ლია შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვა, თუმ­ცა, პრე­ზი­დენ­ტმა ის არ შე­ი­წყა­ლა.

თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი - მომ­ღე­რა­ლი

მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი 2006 წე­ლის 26 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, სა­ნა­პი­რო­ზე და­ა­კა­ვეს. მას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა სუ­ბუ­ტექ­სის შე­ნახ­ვა-რე­ა­ლი­ზა­ცია ედე­ბო­და ბრა­ლად. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­თა­რაშ­ვილს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მომ­ღე­რა­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა 2008 წლის 27 იან­ვრის პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე.

პა­ტიმ­რო­ბას თა­თა­რაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს უკავ­ში­რებს. მან გა­სულ წელს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა, თუ რის გამო მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა: "2006 წლის 25 სექ­ტემ­ბერს და­მი­რე­კეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან და მი­თხრეს, "პეს­კებ­ზე" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყუ­რძე­ნი უნდა და­წუ­როს და თქვენ მის გვერ­დით უნდა იდ­გეთ, დი­ლით 11 სა­ათ­ზე მობ­რძან­დი­თო. მე უარი ვუ­თხა­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ღვი­ნოს არ დავ­წუ­რავ-მეთ­ქი. ეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა 3 სა­ათ­ზე და ოთხის წუ­თებ­ზე უკვე და­მა­კა­ვეს. მა­ნამ­დე რომ ყო­ფი­ლი­ყო და­გეგ­მი­ლი ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის პროგ­რა­მა­ში მე არა­ვინ ჩამ­სვამ­და. შვი­ლიშ­ვი­ლებს ვფი­ცა­ვარ, იმ მო­მენ­ტში ჯი­ბე­ში არა­ფე­რი მდე­ბია", - ამ­ბობ­და თა­თა­რაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი (პან­ჩო) - მომ­ღე­რა­ლი

მომ­ღე­რა­ლი ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, იგი­ვე პან­ჩო 2012 წელს ცი­ხე­ში მოხ­ვდა. ამის მი­ზე­ზი მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა გახ­და. მომ­ღე­რალ­მა სას­ჯე­ლი გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ი­ხა­და. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, თუმ­ცა მხო­ლოდ წე­ლი­წა­დი მო­ი­ხა­და და ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

კახა აბუ­აშ­ვი­ლი (კაბუ) - მომ­ღე­რა­ლი

მსა­ხი­ო­ბი კაბუ, იგი­ვე კახა აბუ­აშ­ვი­ლი 2007 წელს თბი­ლი­სი-სე­ნა­კის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვეს. ნარ­კო­ტი­კუ­ლი შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­სა­მარ­თლომ აბუ­აშ­ვი­ლი 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა და მე­ო­რე დღეს­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მო­მა­ვალ­ში მსა­ხი­ობს არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში უღი­ა­რე­ბია, რომ სხვა­დას­ხვა დროს ნარ­კო­ტიკ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ამ­ჟა­მად კაბუ საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს.