
ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა 3 კი დაშავდა
- 28/04/19
- 1209 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩქაროსნულ მაგისტრალზე, თბილისში, ორთაჭალის მონაკვეთზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს დაეჯახა.
ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა, 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა 3 ადამიანი კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყცანეს.