9 ფილმი ქალებისთვის, რომლებსაც ტირილი უნდათ
- 28/04/19
- 7779 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ცხოვრებაში, სამწუხაროდ, არის ხოლმე ისეთი დღეები, როცა მოწყენილები ვართ და როცა სევდიანი ფილმების ყურება გვსიამოვნებს, როცა უბრალოდ ტირილი ძალიან გვჭირდება და ფილმები კი ამ საქმეში გვეხმარება.
1. "ფოლადის მაგნოლიები"/STEEL MAGNOLIAS - ფილმში გადმოცემულ ისტორიას ცრემლების გარეშე ვერ ნახავთ. ის ემოციების ზღვას მოგიტანთ. მასში ექვსი ქალის საოცარი ამბავია აღწერილი.
2. "როგორები ვიყავით"/THE WAY WE WERE - აქ მოთხრობილია ამბავი დაკარგულ სიყვარულზე. ფილმში ბარბარა სტრეიზანდისა და რობერტ რედფორდის დაუვიწყარ ტანდემს იხილავთ.
3. "უბის წიგნაკი"/ THE NOTEBOOK - ფილმი, რომელიც ალბათ არაერთხელ გინახავთ, თუმცა რამდენჯერაც უნდა ვნახოთ ის, ყოველ ჯერზე ახალ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გვიტოვებს.
4. "ნაპირები"/BEACHES - შეუძლებელია ამ ფილმის ნახვა ცრემლების გარეშე. ის ორი გოგონას ამბავს გვიყვება, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ წრეს წარმოადგენენ, თუმცა ეს მათ მეგობრობას ხელს ვერ უშლის. ერთ-ერთ მათგანს ტრაგიკული ბედისწერა აქვს. ფილმი ნამდვილი მეგობრობის უსაზღვრო ძალას კიდევ ერთხელ გაჩვენებთ.
5. "ჩემი გოგო"/MY GIRL - კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია, რომელიც გვაჩვენებს, თუ რა მნიშვნელოვანია ბავშვობის მეგობრობა.
6. "მოჩვენება"/GHOST - ამ ფილმის კიდევ ერთხელ ნახვა არასოდესაა ზედმეტი. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ისიამოვნოთ პატრიკ სუეიზისა და დემი მურის შეუდარებელი ტანდემით და ამაღელვებელი სასიყვარულო ისტორიით.
7. BLUE VALENTINE - კიდევ ერთი სიყვარულის ამბავი, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ ნახავთ.
8. "დაუვიწყარი რომანი"/AN AFFAIR TO REMEMBER - ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. ვერ დავიჯერებთ, რომ ამ ფილმის ფინალმა არ აგატირათ.
9. "დედინაცვალი"/STEPMOM - ეს გულისამაჩუყებელი ფილმი დედა-შვილობის, დედობრივი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია იყო კარგი დედა მაშინაც კი, თუ საკუთარი შვილი არ გყავს. ფილმში მთავარ როლებს შეუდარებელი ჯულია რობერთსი და სიუზან სარანდონი ასრულებენ.