4 რამ, რასაც მხოლოდ ძლიერ შეყვარებული მამაკაცი აკეთებს

მამაკაცებს სიტყვებით სიყვარულის გადმოცემა საკმაოდ უჭირთ და ურჩევნიათ საქციელით მიახვედრონ მეორე ნახევარს რას გრძნობენ. თუმცა ქალბატონებისთვის მათი ჟესტების ამოცნობა ზოგჯერ მარტივი არ არის. თუ გსურთ იცოდეთ ნამდვილად უყვარხართ თუ არა მამაკაცს გადახედეთ ამ სიას, ამ ყველაფერს ძალიან შეყვარებული მამაკაცები აკეთებენ:

იცავენ პარტნიორს — შეყვარებული მამაკაცები ყოველთვის პარტნიორის გვერდით არიან და მათ მფარველ ანგელოზებად ევლინებიან, ყოველთვის მზად არიან დაიცვან საყვარელი ქალი.

სურთ იცოდნენ პარტნიორის აზრი — თუ მამაკაცს ქალი უყვარს, მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით საყვარელი ქალის აზრს ისმენს.

პარტნიორის გამო გზასაც გადაუხვევენ — თუ მამაკაცი ძალიან შეყვარებულია ნებისმიერ საქმეს მიატოვებს, როდესაც საყვარელ ქალს დახმარება სჭირდება.

აძლევს პარტნიორს თავისუფლებას — შეყვარებული მამაკაცი საკუთარ თავში დარწმუნებულია და არ აწუხებს ეჭვები, ამიტომ პარტნიორს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას აძლევს.