"მაპატიეთ,სადღესასწაულო განწყობას თუ გაგიფუჭებთ და აგაფორიაქებთ... ამ წამს ველაპარაკე,ნათი,გაუძელი ცოტა ხანსაც მეთქი, ვთხოვე. ვეღარ ვუძლებო, ატირდა."

მაპატიეთ,სადღესასწაულო განწყობას თუ გაგიფუჭებთ და აგაფორიაქებთ.
ჩემს მოსწავლე ნათიას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება.ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას,ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ტკივილი და დაგვეხმარა.ვინც დახმარება ვერ შეძლო,მაგრამ შეწუხდა,მათაც მადლობას ვუხდი.
ნათიას დაუდგინეს სწორი ნაწლავის IV სტადიის კიბო( სწორი ნაწლავის ადენოკარცენომა მეტასტაზირებით ლიმფურ ჯირკვლებში). მკურნალობდნენ თურქეთსა და საფრანგეთში,მაგრამ უცხოელმა ექიმებმა ქიმიოთერაპიის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

ვიცით,რომ სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში იმუნოთერაპიული მეთოდებით ექსპერიმენტულ მკურნალობას ატარებს ონკოლოგი რონალდ ლევი. სწორედ მის ლაბორატორიაში შეიქმნა პრეპარატი რიტუქსიმაბი.ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებენ მოხალისე პაციენტები,რომელთა სტანდარტული და კონსერვატორული მეთოდებით მკურნალობა უკვე შეუძლებელია( ამას წინათ რუსთავი 2-მა სიუჟეტი მოამზადა მეცნიერზე.პროფესორმა ლევიმ პოსტ სკრიპტუმის გადამღებ ჯგუფს ლაბორატორია თავად დაათვალიერებინა).

ახალი ტექნოლოგიით(რომელიც ჯერ კიდევ გადის გამოცდას) ექსპერიმენტულ ჯგუფში ჩართულ მოხალისეებს მკურნალობენ ვაშინგტონის ეროვნულ ონკოლიგიურ ცენტრშიც.კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს დოქტორი სტივენ როზენბერგი.

სტენფორდშიც და ვაშინგტონშიც გადავაგზავნეთ ნათიას ანალიზის,კვლევების შედეგები,თუმცა პასუხი იგვიანებს.ნათია კი ტკივილს ვეღარ უძლებს,ვეღარ დადის,ვეღარ ჭამს.ამ წამს ველაპარაკე,ნათი,გაუძელი ცოტა ხანსაც-მეთქი,-ვთხოვე.ვეღარ ვუძლებო,-ატირდა.დამეხმარეთო,-მთხოვა,ყველას გვთხოვა.
სჯერა,სწამს,რომ თუ სტენფორდამდე მისვლას მოახერხებს,სასწაული მოხდება და გადარჩება.მეც მჯერა,ნათიას იმედისა და რწმენის მჯერა.
ძალიან გთხოვთ,ვისაც შეგიძლიათ დახმარება,გამოგვეხმაურეთ,მოგვწერეთ,გვირჩიეთ,ვის მივმართოთ,როგორ მოვიქცეთ,როგორ მოვახერხოთ,რომ ექიმების - ლევისა და როზენბერგის - ყურადღება მივიქციოთ.
შეიძლება შეუძლებელს გთხოვთ,მაგრამ იმედს არ ვკარგავ,რომ გამოჩნდება ვინმე,ვინც დახმარებას შეძლებს.
ნათიას დავპირდი,რომ მომავალ აღდგომას იერუსალიმში წავიყვან.გეხვეწებით,ეს პირობა შემასრულებინეთ.არასდროს არავის არაფერს აღარ გთხოვთ,როგორც არ უნდა გამიჭირდეს,ოღონდ ახლა დამეხმარეთ:მიიტანეთ ეს ამბავი საელჩომდე,საკონსულომდე,სერგეენკომდე...დედამიწა არც ისეთი დიდია,რომ ვერ ვიპოვოთ ისეთი ადამიანი,რომელიც ლევისა და როზენბერგის კლინიკამდე მიგვიყვანს.

ნათიას დედა ლელა გიგაური 577 53 80 45