24 წლის მოტოციკლისტმა საკუთარი სიკვდილი ვიდეოთი გადაიღო

საშინელი ავარია მოხდა ტაილანდში, ფხეთჩაბუნის პროვინციაში. ადგილობრივების თქმით, ბაიკერს შანსები აღარ დარჩა.

24 წლის ახალგაზრდამ, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, სიჩქარე 260 კმ/სთ-მდე გაზარდა. საშინელ კადრებზე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, ჩანს, როგორც ასწრებს ის თავის მეგობრებს და ცარიელ გზაზე მიემართება. თუმცა, მოულოდნელად ის წონასწორობას კარგავს და ასეთივე სიჩქარით გადადის ტრასიდან.

ავარია ფატალური შედეგით დასრულდა. ბაიკერს არაერთი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა მიღებული.

სამართალდამცველებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.