Google-ის ხელმძღვანელი: ინტერნეტის დღეები დათვლილია

დავოსში Google-ის ხელმძღვანელმა ინტერნეტის სახეცვლილება იწინასწარმეტყველა.
Google-ის ხელმძღვანელის, მსოფლიოს ერთერთი უმდიდრესი ადამიანის, ერიკ შმიდტის განცხადებით, უახლოეს მომავალში ინტერნეტი დღეს არსებული სახით აღარ იარსებებს. დავოსში ჟურნალისტრების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როგორ ესახება მას გლობალური ელექტრონული ქსელის მომავალი, მან შემდეგი რამ განაცხადა:
"მე გიპასუხებთ მარტივად - ინტერნეტი გაქრება. მალე იქნება იმდენი IP-მისამართი, თითოეულ თქვენგანს თან ექნება იმდენი სხვადასხვა სახის მოწყობილობა, რომ თქვენ ვერც კი იგრძნობთ მის არსებობას. შეიცვლება დომინირების რიგითობა, რასაც განაპირობებს სმარტფონებისთვის სხვადასხვა სახის აპლიკაციები მასიური შექმნა. სმარტფონების სიმძლავრე დღითიდღე იზრდება, ისინი ნელნელა სუპერკომპიუტერებად გარდაიქმნებიან. დღეისათვის მე ამ ვაზარს სავსებით გახსნილად განვიხილავ."


წყარო