მეცნიერების კვლევის თანახმად ადამიანის ყნოსვის გაუარესება სიკვდილის მოახლოვების ნიშანია

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარადგინეს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც ცუდი ყნოსვა აქვთ, შემდეგი ათი წლის განმავლობაში გარდაცვალების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამის შესახებ ინფორმაცია Live Science-ში გამოქვეყნდა.

კვლევის ჩატარება 1997-98 წლებში დაიწყო, შეირჩა 2.3 ათასი მონაწილე, რომელთა ასაკიც 70-დან 79 წლამდე იყო. კვლევის განმავლობაში მონაწილეებს 12 სხვადასხვა არომატის (სურნელის) იდენტიფიცირება უნდა მოეხდინათ. 13 წლის განმავლობაში, 2014 წლამდე კვლევის 1200 მონაწილე გარდაიცვალა. 

სპეციალისტების თქმით, გაირკვა, რომ იმ ასაკოვან ადამიანებში, რომლებსაც მათთვის მიცემულ ტესტში ცუდი შედეგები ჰქონდათ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გარდაცვალების რისკი 46%-ით მეტი იყო. თუმცა სპეციალისტების თქმით, კვლევის განმავლობაში ბევრი გარდაიცვალა იმისგან დამოუკიდებლად, ჰქონდა თუ მას ყნოსვასთან დაკავშირებით პრობლემა. 

კვლევის ავტორების განცხადებით, კარგი ჯანმრთელობის მქონე ასაკოვან ადამიანებში ყნოსვითი შეგრძნების გაუარესება ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელი იყო იმის, რომ სიცოცხლის დასასრული ახლოვდებოდა. ასეთ ადამიანებში შემდეგი ათი წლის განმავლობაში გარდაცვალების რისკი 62%-ით მეტია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებსაც კარგი ყნოსვა აქვთ. ამ უკანასკნელთა შემდეგი 10 წლის განმავლობაში გარდაცვალების რისკი 40%-მდეა. 

ყნოსვასა და სიკვდილს შორის კავშირს სპეციალისტები ხსნიან ნეიროდეგენერაციული დაავადებებით, მაგალითად პარკინსონის დაავადება ან დემენცია, რომელიც ამცირებს ადამიანის სიცოცხლეს, ასევე მოქმედებს ყნოსვით უნარზე.