
"გაყიდულია დავით გარეჯი... ჩემი ხალხის არჩეულია ეს მთავრობა და პატივი ვცეთ ერთმანეთს..."
- 01/05/19
- 2593 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ყოველთვის ვცდილობ, დაველოდო ხელისუფლებას, მერე რა, რომ ფულს და უსაქმურობას გადაყოლილი ხელისუფლება გვყავს, ჩემი ხალხის არჩეულია ეს ხელისუფალი და ჩემს ხალხს ვცემ პატივს.
უკვე მერამდენედ ვფიქრობ, რომ არა, ამას ვერ გაბედავენ!
ბედავენ!
დაველოდე რეაქციას და პასუხებს დავით გარეჯზე.
პასუხი 1: არ იცოდნენ, გაარკვევენ.
პასუხი 2: გაარკვიეს და ისე არ არის, როგორც გვგონია.
პასუხი 3: გაარკვიეს და გავით გარეჯისკენ კი არ გადაკეტეს აზერბაიჯანელებმა გზა, არაა, საზღვართან რაღაც ოპერაცია ჰქონიათ...
პასუხი 4: მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
პასუხი 5: მოლაპარაკებები დაიწყეს და რამდენიმე დღე სჭირდებათ.
პასუხი 6: ფია ადამიანები აღვივებენ კონფლიქტს, თორემ აზერბაიჯენელები დაფაჩუნობენ თავისთვის ჩვენს მიწაზე, საერთოდ, რა საჭიროა ამაზე აპელირება, ნაცები ეგენი!
პასუხი 7: მოილაპარაკეს, გაარკვიეს და ყველაფერი კარგადაა.
მეშვიდე და მერვე პასუხამდე, გავიგეთ, რომ არაფერია კარგად.
და მოვიდა პასუხი 8: სიჩუმე!
ლამაზია სილა, გემრიელია, სირაქლემებო?
რას ჰქვია, არ უნდა ეთქვათ? ჩუმად უნდა წაეღოთ?
ვის გაუბედეს თქმა, რომ უი, ახლა არკვევენ, მეხუთე დღეს?
ვის გაუბედეს პასუხი, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რაღაც ოპერაციას ატარებდნენ და არ იცოდნენ? ვის მიწაზე? რის სახელმწიფო გქვია?
ვის გაუბედეს პასუხი, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დრო უნდათ? რად უნდა სამი დღე კითხვას:- რატომ კეტავენ დავით გარეჯს და პასუხს?
მოვიდა, მომპარა და მოწიწებით უნდა ვკითხო, რატომ მომპარა, თუ მეზობლებს უნდა დავუძახო, თავში ხელი შემოვირტყა და დახმარება ვითხოვო?
კარგი, დიპლომატიას ვაწვებით, მითხარით, ჩვენი რამდენი მინისტრია ახლა აზერბაიჯანში, ან პირიქით?
ბოლო ერთი კვირის სატელეფონო წუთების რაოდენობა მაინტერესებს აზერბაიჯანისა და ჩვენს მთავრობას შორის.
მთავრობის სააღდგომო სუფრების ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს ნული, ზერო, არ უნდა არსებობდეს ესეთი, არ უნდა ეცალოთ სუფრისთვის!
და ბოლოს, როგორ გაბედეს ჩვენი მოტყუება, რომ პრობლემა არ არის და მოგვარდა?
ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით, გაყიდულია დავით გარეჯი და რა სუნიც უნდა ასდიოდეს სილას, არ ამოწევენ თავს სირაქლემები!
ხოდა, როგორც პირველ აბზაცში ვთქვი, ჩემი ხალხის არჩეულია ეს მთავრობა და პატივი ვცეთ ერთმანეთს, ჩვენს მიწას ვცეთ პატივი და მოვთხოვოთ!
და ბოლოს, ვერ ვხედავ აზერბაიჯანის ქართულ დიასპორას. არ უსმენენ თანამემამულენი? არ ეთქმით სიტყვა? გამოყრილნი არიან? გვითხრან.
სად არის აზერბაიჯანული დიასპორა? არ თვლის თავს მოვალედ იმ ქვეყნის დასაცავად, სადაც ცხოვრობს? არ სტკივა ჩემი გარეჯი?
არ გამოვა ასე, თვალის დათხრა, ნაცრის დაყრა, ერის დაჩოქება, მომავლის დაჩლუნგება, უსამშობლოდ დარჩენა არ გამოვა...
ვის აკადრეს, ვნების კვირაში ბერები მონასტრიდან გამოყარეს!
და პირშისილაგამოტენილი სურაქლემები სდუმან!