მარკ ცუკერბერგმა შექმნა ყუთი იმისათვის, რომ ღამით მის ცოლს მშვიდად სძინებოდა
- 01/05/19
- 1923 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მარკ ცუკერბერგმა ცოლისთვის ხის მანათობელი ყუთი შექმნა, რათა პრისცილა ჩანს ძილი არ გაუტყდეს და ხშირად არ გაიღვიძოს იმის შესამოწმებლად, თუ რომელი საათია და ხომ არ არის ადგომის დრო, რათა ბავშვებს მოუაროს.
ფეისბუქის შემქმნელმა დაწერა:
"რთულია, იყო დედა. მას შემდეგ, რაც შვილები გვყავს, პრისცილას ძილსთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის იღვიძებს და ამოწმებს, რომელი საათია, ბავშვებმა მალე ხომ არ უნდა გაიღვიძონ. ეს მას სტრესავს და კვლავ დაძინება უჭირს. ამიტომ, მისთვის ეს ყუთი შევქმენი და მას "ძილის ყუთი" დავარქვი.
ის საწოლთან განთავსდება და დილით 6-დან 7 საათამდე მკრთალად გაანათებს, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პრისცილამ იცოდეს, რომ უკვე დროა, ერთ-ერთმა ჩვენგანმა გაიღვიძოს. ამასთან, საკმაოდ მკრთალი იმისთვის, რომ არ გამოაფხიზლოს, თუ მას ეს არ უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყუთი დროს არ აჩვენებს, იმ შემთხვევაში, თუ პრისცილას შუაღამისას გაეღვიძება, ეცოდინება, რომ შეუძლია ძილი გააგრძელოს საათის შემოწმების და დროზე დარდის გარეშე.
ამ დროისთვის ამ ყუთმა იმაზე კარგად იმუშავა, ვიდრე მოველოდი. ახლა პრისცილას შეუძლია ღამე იძინოს", - ამბობს ცუკერბერგი.