
ინდოეთში 19-მა მოსწავლემ ეროვნული გამოცდების შედეგების გაგების შემდეგ თავი მოიკლა
- 02/05/19
- 2407 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ინდოეთის შტატ თელანგანაში 19-მა მოსწავლემ უნივერსიტეტში გამოცდების შედეგების გამო თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მე-12 კლასელებისთვის სახელმწიფო გამოცდები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ჩატარდა. ასობით მშობელმა გამოცდების ტესტის შედეგები გააპროტესტა. მათი განცხადებით, მოსწავლეებმა არასწორი შეფასებები მიიღეს და ბევრ შემთხვევაში ჩაიჭრნენ.
ზოგიერთი მოსწავლის თქმით, ისინი გამოცდებზე გამოცხადდნენ, თუმცა სიაში ეწერა, რომ გამოცდას არ დაესწრნენ ან ნულოვანი შეფასება მიიღეს.
მშობლები მომხდარში შტატის განათლების უწყებას ადანაშაულებენ, რომელიც გამოცდების მიმდინარეობაზეა პასუხისმგებელი.