გორში არასრულწლოვანმა ბავშვებმა პატრულს აგინეს

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სიტყვიერად გააფრთხილა ის არასრულწლოვნები, რომლებმაც გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მომხდარზე საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  2 მუხლით, 166 - ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 - ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) აღიძრა. ორივე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ორივე არასრულწლოვანი გააფრთხილა.
ფოტო შერჩეულია თემატურად.

radiomosaic.ge