გორში არასრულწლოვანმა ბავშვებმა პატრულს აგინეს
- 02/05/19
- 6697 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სიტყვიერად გააფრთხილა ის არასრულწლოვნები, რომლებმაც გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარზე საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლით, 166 - ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 - ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) აღიძრა. ორივე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ორივე არასრულწლოვანი გააფრთხილა.
ფოტო შერჩეულია თემატურად.
radiomosaic.ge