ქართული ოცნება აცხადებს, რომ ზუგდიდში მათ მეხი არ დასცემიათ
- 03/05/19
- 1007 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსი, პაატა ლაგვილავა უარყოფს.
“ტყუილი გამიგია, მაგრამ ასეთი არაფერი. გადამოწმება შეიძლება მარტივად, სანამ რამეს დაწერთ. მეხი არაფერს დასცემია.
“ნაცების” ოფისთან ბოძს ჰქონდა მოკლე ჩართვა, მოქალაქემ დარეკა 112 – ში, მოსულია “ენერგო პრო” და მუშაობენ. მეტი თვალსაჩინოებისთვის ნახეთ ვიდეო”, – წერს სოციალურ ქსელში ლაგვილავა და ვიდეოს აქვეყნებს.