იმ შეყვარებულების ფოტოალბომი, რომელთაც ერთმანეთი არასოდეს უნახავთ (12 ფოტო)

აარონი – ახალგაზრდა და კრეატიული ფოტოგრაფია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. როზიც ასევე ფოტოგრაფია, მაგრამ დიდი ბრიტანეთიდან არის. მათ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს.
ახალგაზრდები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ერთმანეთის ნამუშევრებს, რაც დროთა განმავლობაში ორმხრივ სიმპათიაში გადაიზარდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

შემდეგ კი უჩვეულო რამ მოხდა: შეყვარებულებმა გადაწყვიტეს, რომ 7 ათასი კილომეტრი დაშორების მიუხედავად, გაეკეთებინათ ერთობლივი ფოტოპროექტი.

როზი საკუთარ თავს ფოტოებს უღებდა და აარონს უგზავნიდა, რომელიც თავის მხრივ, როზის ფოტოს ურჩევდა განათებას და ინტერიერს, შემდეგ საკუთარ ფოტოს უმონტაჟებდა და ერთიან კოლაჟს ქმნიდა.

შედეგად, შეიქმნა ისეთი ფოტოები, რომელთა შემხედვარეც ვერავინ მიხვდება, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრია. "გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ჩვენი სამყარო, რომელშიც ერთად ყოფნას შევძლებდით. ამ ფოტოებზე ჩვენ ისე ახლოს ვართ, თითქოს ნამდვილი წყვილი ვართ. ასე შევძელით, ერთმანეთს გრძნობებში გამოვტყდომოდით", - დაწერეს ახალგაზრდებმა საკუთარ ბლოგში.

"ვიღაცამ მკითხა, როგორ ვძლევთ მე და აარონი მანძილის სიშორეს? ბოლოს და ბოლოს, 4500 მილი საკმაოდ შორია... სიმართლე რომ ითქვას, თითქმის ვერ ვგრძნობ ამას. ყოველ ღამე, როცა ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებით, ერთად ვიძინებთ. და მე ვითვლი წუთებს, როდის გადმობრუნდება ის ჩემკენ და ჩვენ ერთ ბალიშზე ვიძინებთ".

"ვფიქრობ, რომ ჩვენ მალე შევხვდებით, მაგრამ ჩვენ ახლაც ისე ახლოს ვართ, როგორც არავინ ყოფილა არასდროს. ყოველ ღამით ვგრძნობ, რომ ის ჩემ გვერდით არის და არა ათასობით კოლომეტრის დაშორებით. ჩვენ თითქმის ერთად ვართ და ეს ყველაზე საოცარი გრძნობაა ამ ქვეყანაზე!"

ისტორია, რომელიც თავად როზიმ მოჰყვა, სწრაფად გავრცელდა ინტერნეტით და შეყვარებულების ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. 9,5 ასეთი თვის შემდეგ ახალგაზრდები ერთმანეთს ინგლისში, წმინდა ვალენტინის დღეს შეხვდნენ.

"როცა აარონის დასახვედრად აეროპორტში წავედი, ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ ვწყნარდებოდი. აეროპორტში ვიდექი და მოუთმენლად ველოდი მის გამოჩენას, როცა ერთი მოხუცი ქალი მომიახლოვდა და მკითხა, ნამდვილად როზი ჰარდი ვიყავი თუ არა. "ჯანდაბა, ისევ მომატყუეს", - გავიფიქრე. შემდეგ ქალმა ამიხსნა, რომ აარონის გვერდით იჯდა თვითმფრინავში. მითხრა, რომ მასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი.

ქალმა ასევე შემატყობინა, რომ იმის გამო, რომ აარონს ბევრი ტვირთი ჰქონდა და იმიტომ, რომ მებაჟეებს ვერ აუხსნა, რატომ ჩამოფრინდა ინგლისში, ის საზღვარზე შეაფერხეს. ძალიან შევშფოთდი! ამ დროს აარონი უკნიდან მომეპარა და ხელში ამიყვანა! ეს საოცარი იყო! ჩვენი ისტორია ახლა იწყება!


იხილეთ ფოტოგალერეა