რიკოთზე სამგზავრო ავტობუსი იწვის

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. ინფორმაციას "პრაიმტაიმთან" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით ავტობუსში თურქი მძღოლის ჩათვლით 5 კაცი იმყოფებოდა. თურქული სანომრე ნიშნებით ავტობუსი თურქეთიდან თბილისის მიმართულებით მოდიოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველების 2 ბრიგადის მუშაობის შედეგად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.