
"მოზარდი, რომელიც გუშინ წინ მატარებელს შეუვარდა იმ დილით არუსაუზმია..."
- 04/05/19
- 1409 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დარწმუნებული ვარ ამ 15-20 წლის მოზარდს,რომელმაც ახლახანს თავი მოიკლა მეტროში დილით არ უსაუზმია.მთავარია მილიონერ-მილიარდელთა შვილებმა იბრექფესტეს შემთბარი ხიზილალით.
შეგახსენებთ რომ:
მეტროში გუშინ დილით, ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგების ჩავარდა და გარდაიცვალა.
მგზავრი ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა. თვითმხილველების განცხადებით, 20 წლამდე მამაკაცი, ლიანდაგებში განგებ ჩახტა.
“ჩვენ გვეგონა, რომ გადავარდა მაგრამ თავი მოუკლია. ვინ იქ იყო თქვეს, რომ ის ბიჭი ისე იდგა იცოდა, რომ თავი უნდა მოეკლაო”
“ალბათ განზრახ ჰქონდა გადაწყვეტილი. წინასწა დაგეგმილი, თორე იმ წამს რამე გადაეწყიტა გამორიცხულია”, – ამბობენ თვითმხილველები “რუსთავი 2”- თან.
მომხდარი ინციდენტის გამო მეტროს მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია, რის გამოც დედაქალაქში სატრანსპორტო საცობები შეიქმნა.