
დიაბეტის ადრეული სიმპტომები, რომლის შენიშვნისთანავე მაშინვე ექიმს უნდა მიმართოთ
- 06/05/19
- 1414 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

თითქმის ყოველი მესამე ადამიანი დიაბეტის რისკის ჯგუფშია, ამერიკაში 29 მილიონ ადამიანს აქვს დიაბეტი და არადიაგნოსტირებული შემთხვევების რიცხვი კი გაცილებით მაღალია. ადამიანების დიდმა ნაწილმა იცის დიაბეტის ზოგადი განმარტება, როგორც სისხლში შაქრის მომატება. მაგრამ დიაბეტი მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე მთლიანად და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობასაც. რაც მალე მოხდება დიაბეტის იდეტიფიცირება, მით მაღალია შანსი, რომ ის უფრო ეფექტურად იყოს გაკონტროლებული. ამიტომ გთავაზობთ დიაბეტის განვითარების ადრეულ ნიშნებს.
თუ თქვენი სმენა იცვლება - სმენის გაუარესება დიაბეტის ერთ-ერთ ნიშანია. რა თქმა უნდა როცა სმენა უარესდება ყოველთვის დიაბეტი არ არის, ასაკის მატებასაც ახასიათებს სმენის გაუარესება, ასევე მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ერთერთი მიზეზი არის დიაბეტი. ამიტომ თუ ტელევიზორს ნელ ნელა უფრო და უფრო მაღალ ხმაზე უსმენთ აუცილებლად მიიტანეთ ეჭვი და გამორიცხეთ დიაბეტი. ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის კვლევებით სმენის გაუარესება დიაბეტის წინარე ნიშანი შეიძლება იყოს. 30 % უფრო იმატებს დიაბეტის განვითარების შანსი , როცა სმენა ქვეითდება.
თუკი მხედველობა შეგისუსტდათ - იგივე ითქმის მხედველობაზეც. ასაკობრივად რა თქმა უნდა შეიძლება ის შესუსტდეს, მაგრამ თუ ყოველ წელს გრძნობთ რომ უფრო და უფრო გიუარესდებათ მხედველობა, შეიძლება დაბეტი იყოს გარეული ამ საქმეში ამიტომ უყურადღებოდ არ დატოვოთ.
თუ თქვენი კანი იცვლება უარესობისკენ - კანზე ნაოჭები ასაკთან ერთად ჩნდება, მაგრამ თუ თქვენი კანი ხდება უფრო მუქი, უფრო ხაოიანივით/ხავერდოვანივით, განსაკუთრებით კისერზე, იდაყვებში, თითებთან. მაშინ აუცილებლად გაიზომეთ შაქრის დონე სისხლში. კანის ასეთ ცვლილებებს აკანტოზის ნიგრიკანს ეძახიან, რომელიც დიაბეტის ან ინსულინ რეზისტენტობის ერთ-ერთი ნიშანია.
თუ გექავებათ - თუ სხეული უფრო ხშირად გექავებათ ხოლმე, დაბუჟების შეგრძნება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება თუ გაქვთ ხოლმე, აუცილებელია დიაბეტზე მიიტანოთ ეჭვი და განსაზღვროთ შაქრის დონე. ეს სიმპტომები ნეიროპათიის ერთ ერთი ნიშანია, რაც ახასიათებს დიაბეტს და ზოგჯერ დიაბეტის წინარე მდგომარეობასაც.
ასევე გაითვალისწინეთ ეს ნიშნები შეიძლება იყოს, მაგრამ ლაბორატორიულად დიაბეტი ჯერ არ ფიქსირდებოდეს, ამიტომ მაინც გააკონტროლეთ თავი და თქვენი კვება რადგან რაც მალე დაიწყებთ დიაბეტთან ბრძოლას მით უკეთესი შედეგი და ცხოვრების ხარისხი გექნებათ.