შემზარავი ტრაგედია - გარდაცვლილია ერთ წლამდე ასაკის ბავშვი

ხაშურში ექვსი თვის ბავშვი გარდაიცვალა. ამბავი 4 დღის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი ჩვილი მიიყვანეს, მედ-პერსონალმა კი პოლიცია გამოიძახა.

რა გახდა ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, როგორც„პრაიმტაიმის“ ინფორმირებული წყარო უამბობს, ბავშვის მშობლები სასმელდამოკიდებულები არიან და მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. მათ კიდევ 5 შვილი ჰყავთ.

როგორც ,,დიანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.