"სავაშ ბალდერისნაირი მამაკაცები მომწონს..." - გუგული მაღრაძე
- 07/05/19
- 865 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია იმედის რუბრიკაში "პირადი ნივთები" ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა.
კითხვაზე, თუ რა აკავშირებს მას და თურქ მსახიობ მურატ ილდირმს, პარლამენტარმა ქალბატონმა უპასუხა, რომ ცხოვრებაში თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთი სერიალი აქვს ნანახი და მურატ ილდირიმი სერიალში "სიყვარული და სასჯელი" სავაშ ბალდარის როლს ასრულებს.
"მაშინ ფეხზე გავიკეთე ოპერაცია და ვიწექი მთელი თვე. ამ დროს გადიოდა ეს ფილმი. მურატ ილიდირიმი ჩამოსული იყო და ვუთხარი, რომ ერთადერთი შენი სერიალი მაქვს ნანახი-მეთქი... და ფოტოც გადავიღეთ", - ჰყვება დეპუტატი.
პარლამენტარი ამბობს, რომ სავაშ ბალდარის პერსონაჟის ტიპის მამაკაცები მოსწონს. "რა ტიპსაც თამაშობს ისეთი ტიპები მომწონს: თავის თავში დარწმუნებული, რისკიანი, ძლიერი, გადაწყვეტილების მიღება რომ შეუძლია და ეს ყველას მოსწონს მგონი", - აცხადებს გუგული მაღრაძე.