უკვე ცნობილია რა დაარქვეს მეგანმა და ჰარიმ საკუთარ პრინცს
- 08/05/19
- 1008 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ახალშობილი შვილის პირველ ფოტოები დღეს გავრცელდა. მეგან მარკლმა ვაჟიშვილი 6 მაისს დილის საათებში გააჩინა, პატარა უკვე ორი დღისაა, თუმცა ამ დრომდე ახალშობილის სახელს არ ამხელდნენ.
BBC - ის ინფორმაციით, პატარას მშობლებმა არჩი დაარქვეს. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ახალშობილი შვილის ოფიციალური სახელი და გვარი არჩი ჰარისონ მაუნტბატენუინძორი იქნება.
ინფორმაციისთვის, მეგანმა ტრადიცია დაარღვია და არ გამოჩნდა ფოტოსესიისთვის სამშობიაროს ზღურბლთან მშობიარობიდან რამდენიმე საათში. პატარა 3,2 კგ დაიბადა 6 მაისს, ლონდონის საავადმყოფოში.