"დილა იწყება პოზიტუურად" - ბარათაშვილის ხიდზე ლგბტ დროშაა გადმოკიდებული

თბილისში, ბარათაშვილის ხიდიდან ლგბტ დროშა გადაკიდეს. ფოტო სოციალურ ქსელში თბილისი პრაიდმა გაავრცელა.

“დილა იწყება პარტიზანულად.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!” – წერია პოსტში.
დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

შეგახსენებთ, 17 მაისი საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს მსვლელობა სამების მიმართულებით და კონცერტი იგეგმება. რაც შეეხება ლგბტ თემს მათ შეკრება ივნისში გადაიტანეს.