16 მოსწავლე ერთდროულად საავადმყოფოში გადაიყვანეს - რა მოხდა ტყიბულში
- 17/05/19
- 659 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ტყიბულში სავარაუდოდ ალერგიის დიაგნოზით 16 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მოსწავლეები ტყიბულის N1 საჯარო სკოლიდან იყვნენ.
ექიმების თქმით, მათ გამონაყარი, ქავილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ. 14 მოსწავლე საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ორი კი მკურნალობას განაგრძობს.
imedinews-ის ინფორმაციით, მათ გადასხმას უკეთებენ და ექიმები აკვირდებიან.


