ვერ დაიჯერებ, როგორ რეაგირებენ გერმანელები სასწრაფო დახმარების სირენის ხმაზე!

დღეს, ომებისა და კატაკლიზმების ეპოქაში, როცა ათასობით უდანაშაულო ადამიანი იხოცება,თითოეული ინდივიდის სიცოცხლე ძალიან აქტუალურია. ყველაფრის მიუხედავად ადამიანის სიციცხლე ფასდაუდებელია. მხოლოდ ჰუმანიზმის საფუძველზე შეიძლება ავაშენოთ უძლეველი და აყვავებული სახელმწიფო.
გერმანელებს ეს ამბავი გააზრებული აქვთ. ნახეთ მძღოლების რეაქცია, როდესაც სასწარაფო დახმარების მანქანის სირენა გაიგონეს. ასეთს, სამწუხაროდ ჩვენს ქალაქებში ვერ ნახავთ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს დროის ამბავი არაა, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
შეიძლება ვინმემ სკეპტიკურად თქვას ,,მოდი და ნუ დაუთმობ, ნახე რა ჯარიმასაც მიიღებო“ . მართალიცაა. ეს ყველაფერი შიშზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. ეს არამხოლოდ მოძრაობის კულტურაა, არამედ ადამიანის სიცოცხლის ფასის გააზრება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან ყველა შეიძლება აღმოჩნდეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და 1–მა წუთმა შეიძლება მისი ბედი გადაწყვიტოს.


წყარო