ბავშვები, რომელბიც ავტობუსში დაიბადებიან მთელი ცხოვრება უფასოდ იმგზავრებენ, როგორც ეს პატარა

ბარსელონა-ბრიუსელის მარშრუტის რეისზე მიმავალ ავტობუსში ქალმა იმშობიარა. სატრანსპორტო კომპანია Flixbus-ის არსებობის  მანძილზე ასეთი ფაქტი პირველად მოხდა. Flixbus-ი 28 ქვეყანაში ოპერირებს და არსებობის მანძილზე 300 ათასი მიმართულებით 100 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
rn
rnშემთხვევა საფრანგეთის ტერიტორიაზე მოხდა. ავტობუსის მძღოლმა, როცა გაიგო, რომ ქალი მშობიარობდა, უახლოეს გაჩერებაზე გაჩერდა და ექიმები გამოიძახა. ნახევარ საათში დედა და ახალშობილი ავტობუსიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
rn
rnკომპანიის ინფორმაციით, ავტობუსი გაჩერებაზე 3:30 საათზე გაჩერდა, გოგო სახელად ზენეპი კი 3:42 საათზე დაიბადა.
rn
rnკომპანიამ ამ ფაქტის აღსანიშნავად ახალშობილს 18-წლიანი ულიმიტო აბონემენტი აჩუქა.
rn