რამდენიმე წუთის წინ თელავის საავადმყოფოში ერთიდაიგივე დიაგნოზით 4 მამაკაცი გადაიყვანეს
- 18/05/19
- 1608 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
30 წლამდე ახალგაზრდები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ღვინის ქარხნის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ყველა მათგანს თავბრუსხვევა, ღებინება და საერთო სისუსტე აღენიშნება.
მათი ინტოქსიკაცია წინასწარი ინფორმაციით, სასმელ წყალს უკავშირდება, რომელიც მათ სამუშაო ობიექტის ტერიტორიაზე დალიეს.
ექიმების განცხადებით, მოწამლულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
ინტოქსიკაციის მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა.


