სინამდვილეში რა გახდა 4 წლის ქართველი სპაიდერმენის მერვე სართულიდან გადმოვარდნის მიზეზი
- 18/05/19
- 1026 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დაახლოებით 1 კვირის წინ თბილისში მომხდარი ინციდენტის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ აქამდე უცნობი დეტალები გახდა ცნობილი. სპაიდერმენის ფორმაში ჩაცმული 4 წლის ბიჭი, რომელიც გლდანში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადავარდნის შემდეგ გადარჩა, როგორც ირკვევა, სულაც არ ბაძავდა თავის საყვარელ გმირს.
ამის შესახებ ოჯახის ახლობელმა ბებიაზე დაყრდნობით გვიამბო.
„ბავშვის ბებიას აივნის კარები ჩაკეტილი ჰქონდა. ბიჭმა მოგვიანებით მოყვა, რომ მას ეზოდან ბავშვების ხმა შემოესმა. მათი დანახვა უნდოდა. რაკი აივნის კარი დაკეტილი იყო, ფანჯარა გააღო და კარგად რომ დაენახა, რა ხდებოდა ქვემოთ, მასზე ავიდა. სწორედ ამ დროს ჩამოვარდა ის შემთხვევით“, - უყვება „პრაიმტაიმს“ ინფორმირებული წყარო.
იაშვილის კლინიკაში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვი უკვე სახლშია. მას ამჟამად მხოლოდ მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს და ექიმების რეკომენდაციით, რამდენიმე დღე წოლა მოუწევს.
აქმდე ცნობილი იყო, რომ 4 წლის ბიჭი მე-8 სართულიდან საყვარელი გმირის, „სპაიდერმენის“ მიმბაძველობით განზრახ გადახტა.


