დამკვირვებლები, რომლებმაც უბნების კურთხევა გააპროტესტეს ნაკურთხი საარჩევნო უბნებიდან გააძევეს

ზუგდიდში, მე-5 უბნიდან, რომელიც სასულიერო პირებმა რამდენიმე წუთის წინ აკურთეს, „ქართული ოცნებისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლები გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ radioatinati.ge ავრცელებს.
მაია კალანდიას მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თავმჯდომარემ მას შემდეგ მიიღო, რაც მან სასულიერო პირების, არაუფლებამოსილი ადამიანების საარჩევნო უბანზე ყოფნა გააპროტესტა. 

კომისიის წევრების მტკიცებით, კალანდია და მირიან მარკელია დილიდან უბანზე ხმაურობენ და არეულობას ქმნიან.