ქართული ჩაცმულობის გოიმური ტენდენციები - "საქართველოში საპანაშვიდე მოდა მძლავრობს"
- 2015-01-26 09:59:03
- 6327 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოში ზამთრის სეზონზე, სუსხიან ამინდში, ბეწვეულისგან დამზადებული სამოსის გამოყენება სულ უფრო აქტუალური და მოდური ხდება. დღეს ბეწვის სამოსი აცვია არა მხოლოდ ჩვენს ბებიებს, არამედ ახალგაზრდებს და ბავშვებსაც კი. რაც მართალია მართალია, მოდური და ლამაზი ბეწვი სიცივისგანაც გვიცავს და ვიზუალურადაც გვამშვენებს, თუმცა არის ერთი პრობლემა -საბრალო ცხოველები, რომლებიც ადამიანების გაზრდილ მოთხოვნილებებს ეწირებიან. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ წვეულებაზე მოსულ ჟურნალისტს მხარზე მკვდარი მელია ჰქონდა მოგდებული. ფოტოს, რომელიც ინტერნეტსივცრეში გამოქვეყნდა, უამრავი უკმაყოფილო კომენტარი მოჰყვა. ჟურნალისტი გააკრიტიკეს: "სხვა ქვეყანაში ამ ქალს პომიდვრებს დაუშენდნენ," -წერდნენ ცხოველთა დამცველები. ასეა თუ ისე, თბილისის მაღაზიებში ნატურალური ბეწვისგან შექმნილი სამოსი მრავლადაა და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს.
ამ საკითხზე "ყველა სიახლეს" ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე ესაუბრება:
-ნატურალური ბეწვისგან შეკერილი სამოსის პოპულარობა ქვეყნის ჩამორჩენილობის მანიშნებელია. ჩვენს კლიმატურ პირობებში არანაირი აუცილებლობა არ არის, ნატურალური ბეწვი გვეცვას. მით უმეტეს, როცა არსებობს ხარისხიანი ხელოვნური ბეწვი. 21-ე საუკუნეში ნატურალური ბეწვის ჩაცმა ცუდ ტონად მიიჩნევა. წარმოიდგინეთ, მხოლოდ იმისთვის, რომ შენ კარგად გამოიყურებოდე, ცოცხალი არსება უნდა მოკლა, გაატყავო და ჩაიცვა, არადა, მე პირიქით მგონია. ადამიანის სხეულზე მორგებული მელიისთავიანი ბეწვი ცუდი გემოვნების ნიშანია. ზნეობა უკვე ცალკე თემაა -როდესაც თავს უფლებას აძლევ, ცოცხალი არსება შესწირო შენს ვითომ კარგ გარეგნობას. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში 60-იანი წლების საპანაშვიდე მოდა მძლავრობს. მსოფლიოში თუკი ვინმეს შერჩა ასეთი მენტალობა, დასცინიან და საღებავებს ასხამენ, იმიტომ, რომ ეს არის უზნეობა.
-ბეწვეული ოდითგანვე პოპულარული იყო, თანაც ის ადამიანები ხომ არ კლავენ ცხოველებს, ვისაც ეს აცვია?
-ჩვენს ბებიებს არჩევანი არ ჰქონდათ, მას შემდეგ კი ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ადრე თუ ბეწვი გეცვა, ეს სიმდიდრის მაჩვენებელი იყო. მგონია, რომ ეს ტენდენცია ცოტა მოძველდა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ბეწვის მიღმა ცოცხალი არსება იყო და ეს ბეწვი მასზე მეტად სჭირდებოდა. თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ ატყავებენ ცხოველებს, ყველგან დევს ასეთი სახის ვიდეომასალა და შეუძლიათ ნახონ. ამას მთელი მსოფლიო გმობს. ეგებ რამეში მაინც ავუწყოთ ფეხი დანარჩენ სამყაროს? არ შეიძლება ხეებს ჭრიდე, ცხოველს ატყავებდე და გეგონოს, რომ ევროპისკენ მიდიხარ. პირიქით, მიდიხარ პირველყოფილი საზოგადოებისკენ.
საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ჩვენი თანამოქალაქეები:
ნინო, 42 წლის:
-ბეწვის ქურქი ვიზუალურად ლამაზია, თანაც ზამთარში მისი გამოყენება ძალიან პრაქტიკულია. მე პირადად ძვირად ღირებული ქურქის შეძენის საშუალება არა მაქვს, ბეწვის ქუდებს კი სიამოვნებით ვიყენებ. მართალია, ამ ყველაფერს ცხოველები ეწირებიან, მაგრამ ამ ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ არც მათი ხორცი უნდა მივირთვათ. ცხოველთა დამცველები ერთსა და იმავეს გაიძახიან და ამ დროს ხორცს მშვენივრად მიირთმევენ. თანაც ეს ჩვენ არ გამოგვიგონია, ბეწვისგან შეკერილ ქურქებს დიდი ხანია იყენებენ, ასე რომ, ამაზე ლაპარაკი ცოტა უაზრობად მეჩვენება.
წაიკითხეთ სრულად