კურიოზული შემთხვევა გორში - ხორცის მაღაზიიდან დინამიკები მოიპარეს
- 20/05/19
- 645 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გორში, ქალაქის ცენტრში მდებარე ხორცის მაღაზიიდან მაგნიტოფონის დინამიკები მოიპარეს.
რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირია.
"მე ვმუშაობდი, როდესაც დინამიკები მოიპარეს. რამდენიმე ხნის მერე აღმოვაჩინე დანაკარგი. პოლიციამ, როგორც იტყვიან, ცხელ კვალზე გახსნა. ჩანთაში უპოვეს მოპარული. სკოლის მოსწავლეა ის ბიჭი, ვინც დინამიკები მოიპარა", - უთხრა რადიო "მოზაიკას" მაღაზიის მეპატრონემ.
http://radiomosaic.ge


