"კონცერტის დროს ერთ ცნობილ მომღერალთან ვქუნქურებდი და ამიტომაც დამაგვიანდა სცენაზე გასვლა..."
- 24/05/19
- 10598 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბათუმელმა მომღერალმა, პროექტ "იქს ფაქტორის" ერთი სეზონის გამარჯვებულმა, ავთო აბესლამიძემ, გადაწყვიტა საზოგადოებისთვის აამდე უცნობი, სკანდალური კუთხით გაეცნო საკუთარი თავი.
მომღერალი ჟურნალ "სარკესთან" პიკანტურ ისტორიებს ყვება.
"ლაუნჯ-ბარში სოლო საღამო მქონდა და ჩემი პირადი მსმენელი მოვიდა. ერთ-ერთის მხრიდან ჩვეულებრივი ფლირტი გაიბა თვალებით და ეს ძალიან მომწონდა. რამდენიმე წუთი დაჟინებით მიყურებდა. ორი სიმღერის შემდეგ შესვენება მქონდა. მოვიდა და მითხრა მინდა, ახლოს გაგცნოო. გავუღიმე და ვუპასუხე, შენი გაცნობა მეც ძალიან გამახარებს-მეთქი. მითხრა, ასეთი არა, შენი გაცნობა უფრო ახლოს მინდაო. ვკითხე, რას გულისხმობდა. გამომყევი და გეტყვიო. რამდენიმე წამში აღმოვჩდით საპირფარეშოში და სექსი შემომთავაზა. ახლა ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მაინც ვიტყვი, ოდნავ ნასვამი ვიყავი. ვიფიქრე, რადგან ჩემი გულშემატკივარი და ფანია, რატომაც არა, გულს ხომ არ დავწყვიტავ-მეთქი, შევეფერეთ საპირფარეშოს და სექსი გავაჩაღეთ... ყველაზე სახუმარო ის იყო, რომ ჩემი საღამო იყო და ძალიან ვჩქარობდი. შემდეგ უცებ ავირბინე სცენაზე და სიმღერა გავაგრძელე.
ერთხელ კონცერტის პარალელურად მომღერალთან კულისებში სექსითაც ვიყავი დაკავებული. ჩევნი გამოსვლა ბოლოსკენ იყო და რატომაც არა, ცოტა გავერთეთ. ამის გამო რამდენიმე წუთით სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ყვება მომღერალი.


