ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
- 27/05/19
- 764 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ლაგოდეხის ნაკრძალში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ ნაკრძალის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ უთხრა, ბავშვის ცხედარი იმ კლდის ქვეშ იყო შეტანილი, სადაც ჩანჩქერიდან გადმოსული წყალი გადის.
ბავშვის ცხედარს ლაგოდეხში დაახლოებით 3 საათში გადმოასვენებენ.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 16 საათისთვის მოხდა. თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე ბავშვი ნინოსხევის ჩანჩქერის ქვემოთ მდინარეში ბანაობდა. ერთ-ერთი მათგანი დაგუბების ნაპირთან ახლოს მივიდა, საიდანაც წყალი კიდევ სამი მეტრის სიმაღლეზე ვარდება. გოგონამ დინების საწინააღმდეგოდ გამოცურვა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და წყალს გადაჰყვა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა გახდა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმედებაში გამოიხატა.
მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ემუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.