რომელი ცნობილი პოლიტიკოსის შვილია ესპანეთში ზღვაში დამხრჩვალი 5 წლის გოგონა
- 29/05/19
- 16818 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ესპანეთში, ზღვაში დაღუპული 5 წლის გოგონა რუსთვის საკრებულოს წევრის, დავით იშხნელის შვილია. იშხნელი, როგორც ცნობილია, საკრებულოს წევრი "ოცნებიდან" გახდა. არსებული ინფრომაციით, დეპუტატის ოჯახი ესპანეთის სანაპიროზე, კერძოდ, ტარაგონაში სამ შვილთან ერთად ისვენებდა. 5 წლის ბავშვი სანაპიროზე, საცურაო ლეიბზე იწვა, როცა ტალღებმა გაიტაცეს. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ 5 წლის ბავშვის გადარჩევა ვერ მოხერხდა.


