5 ფრაზა, რომლებსაც კარგი დედა არასდრო სიტყვის
- 2015-01-26 21:10:01
- 6203 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დედისა და შვილის ურთიერთობა მთელი ცხოვრების განმავლობაში თავის კვალს ტოვებს. მეცნიერებმა გაარკვიეს თუ რა არ უნდა უთხრას დედამ შვილს არავითარ შემთხვევაში:
1. მე შენგან იმას შევქმნი, რაც მე ვერ გამოვედი
როდესაც ქალს ქალიშვილი შეეძინება ის მის აღზრდას იმის მიხედვით იწყებს თუ რა წარმოუდგენია მას შვილისთვის საუკეთესოდ. უმეტესად დედა ცდილობს თავისი შვილისგან ის გამოიყვანოს, რაც მას სურდა და თავად ვერ შეძლო. მეცნიერები გვირჩევენ, რომ სანამ ქალიშვილის მომავალს დავგეგმავთ, გავიგოთ მისი სურვილები და ოცნებები, რათა თავიდან ავიცილოთ მისი ტრავმირება და არ გავხადოთ უბედური.
2. მე დედა ვარ, მე უკეთ ვიცი
არავინ დაობს იმაზე, რომ დედა შვილზე უფრო ჭკვიანი და გამოცდილია, მაგრამ აუცილებელია დროულად შეჩერება. დედების უმეტესობას არ სურს დაიჯეროს, რომ მათი შვილი უკვე გაიზარდა და მას საკუთარი შეხედულებები აქვს. დედა ხშირად თავს ახვევს საკუთარ შვილს მის მიერ დაწესებულ წესებსა და მოსაზრებებს, რაც საბოლოო ჯამში კონფლიქტს იწვევს ან შვილის პირადი ცხოვრების დანგრევით სრულდება.
3.შენ ჩემს ვალს ვერასდროს გადაიხდი
როდესაც ქალიშვილი დამოუკიდებელი ხდება, დედა ამას ვერ ეგუება. მარტოობა და პირადი ცხოვრების ორგანიზების შეუძლებლობა იწვევს იმას, რომ დედა ქალიშვილის ყურადღების მაქსიმუმს ითხოვს. ასეთ დროს, შვილი ან დედის ახირებების მსხვერპლი ხდება, ან კონფლიტი წარმოიშვება. მეცნიერები დედებს ურჩევენ, ნუ დაივიწყებენ იმას, რომ მათ შვილებს აქვთ პირადი ცხოვრების უფლება.
4. ვერა და ვერ შეძელი ღირსეული მამაკაცის ამორჩევა
სიძისა და სიდედრის ურთიერთობებზე უამრავი ანეკდოტი არსებობს. ხშირ შემთხვევაში ქალიშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი დედა ხდება. როგორც წესი, სიდედრები ძალიან უმნიშვნელო რაღაცეებზე ღიზიანდებიან. ასეთ დროს, სჯობს დედამ თავი შეიკავოს და შვილის ოჯახურ ცხოვრებაში არ ჩაერიოს, რათა საკუთარი ქალიშვილის მტერი არ გახდეს.
5. შენ ბავშვების აღზრდა არ შეგიძლია
ბებიების უმეტესობა თვლის, რომ მათ ქალიშვილს შვილების აღზრდა არ შეუძლიათ. ისინი ცდილობენ თავად აღზარდონ შვილიშვილები და გამუდმებით ერევიან მათი აღზრდის პროცესში. ამ გზით, ისინი თავიანთი არარეალიზებული დედობრივი გრძნობების სუბლიმაციას ახდენენ. აუცილებელია იმის გაგება, რომ ბავშვები მათმა მშობლებმა უნდა აღზარდონ და არა ბებიებმა.
წყარო - onn.ge