"ძალიან მრცხვენია გლოვის წუთებში ამის დაწერა რომ მიწევს, მაგრამ მაინც უნდა დავწერო..."

ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, სოციალურ ქსელში, ეხმიანება იმ ნიუსების ავტორებს, რომლებმაც, დაღუპული 5 წლის გოგონას მამის პოლიტიკურ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და ასევე აქვეყნებს , საჯარო ველში დადებული კომენტარების სქრინებს:

"ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში წარმატებული ადამიანი თურმე დანაშაულია. ესპანეთში ტრაგიკულად დაღუპული 5 წლის ანას მამაზე სამძიმრის ნაცვლად საზოგადოების უმეტესობა ისეთ ბოღმას და აგრესიას ანთხევს, რომ გაოცებული ვარ. ამაში თქვენ მიგიძღვით დიდი ბრალი ქართულო სააგენტოებო და მედიავ. თითქმის ყველა ნიუსში შეგნებულად ხაზგასმულია, რომ მამა რუსთავის საკრებულოს წევრია მმართველი პარტიიდან. იმას კი არავინ ამბობთ, რომ მარადისობაში წასული პატარა ანგელოზის მამა დავით იშხნელი რუსთავში ცნობილი სტომატოლოგია, რომელსაც საკუთარი კლინიკა ააქვს და გაჭირვებულ ადამიანებს, თითქმის ნახევარ ქალაქს, უფასოდ მკურნალობს. ეს ადამიანი საკრებულოშიც სწორედ ამიტომ მოხვდა, როგორც კარგი ექიმი და ღირსეული ადამიანი. მისი მეუღლე რადიოლოგია და ოთხ ადგილას მუშაობს, რომ ოჯახს საარსებო პირობები ჰქონდეს. ოთხი შვილის მშობლები იყვნენ, ახლა უკვე სამის…. მრცხვენია ამ გლოვის წუთებში ამაზე რომ მიხდება ახსნა- განმარტება საზოგადოებისთვის!!!!!"