რატომ მივიდა ბიძინა ივანიშვილი გუშინ ღამით სალომე გოგიაშვილთან სახლში
- 31/05/19
- 33925 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სალომე გოგიაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახების ახლობლობა ახალი ამბავი არავისთვის არის. ბიძინა ივანიშვილი სალომეს მამის, მომღერალ დავით "თავგასა" გოგიაშვილის მეგობარი იყო და ოჯახთან ახლობლობას, "თავგასას" გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს.
დავით გოგიაშვილს გუშინ 60 წელი შეუსრულდებოდა, მომღერლის ოჯახის წევრებმა სახლში "თავგასას" მეგობრები მიიპატიჟეს და დაბადების დღე მის გარეშე აღნიშნეს.
სტუმრებს შორის იყვნენ "ქართული ხმების" უფროსი თაობის წარმომადგენლები, ზუკა ხუციშვილი დედასთან ერთად, დათო გომართელი და სხვები.
გარდაცვლილი მეგობრის იუბილეზე, გოგიაშვილებს ბიძინა ივანიშვილიც ესტუმრა.


