ვინ მოჰყავთ ცოლად მილიარდერებს

კომპანია Lykos-მა, რომელსაც გაცნობების საიტი აქვს, გაანალიზა თუ როგორი ქალბატონები მოსწონთ მსოფლიოს 100 ყველაზე მდიდარ მამაკაცს. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე პრინცები ჯენტელმენებისგან განსხვავებით უპირატესობას ქერა ქალებს არ ანიჭებენ.

კვლევებმა აჩვენა, რომ მუქთმიან ქალბატონებს ბევრად დიდი შანსი აქვთ მდიდარი კავალერი ან ქმარი იშოვონ. მდიდარ მამაკაცთა 62 %-ს ცოლად ან მეგობარ ქალად მუქი წაბლისფერთმიანი ქალბატონები ჰყავთ, მაშინ, როცა ქერა ქალბატონებზე თავიანთი არჩევანი მდიდარ მამაკაცთა მხოლოდ 22 %-მა შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 100 მულტიმილიარდერთა შორის არცერთს არ ჰყავს ჟღალთმიანი მეუღლე.


წყარო