მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ორსულობა გადამდებია
- 31/05/19
- 4415 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ პასუხს კითხვაზე გადამდებია თუ არა ორსულობა.
მართალია ფეხმძიმობა არ არის გადამდები როგორც რაიმე დაავადება ან თუნდაც გრიპი, მაგრამ კვლევებით დადასტურდა, რომ ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებაზე გავლენას მეგობრები ახდენენ.
„ხშირ შემთხვევაში მეგობრის ფეხმძიმობა გავლენას ახდენს და მეორე მეგობარზე და მასაც უჩნდება ბავშვის გაჩენის სურვილი“ - ვკითხულობთ ამერიკულ ჟურნალში American Sociological Review, სადაც ფეხმძიმობის გავლენების შესახებ ვრცელი პუბლიკაცია გამოქვეყნდა.
აღნიშნულ საკითხზე მეცნიერებმა კვლევები პირველად 2012 წელს ჩაატარეს. გერმანიაში, ბავარიის მხარეში მკვლევრებმა 42 ათასი ქალის მონაცემი შეისწავლეს. აქედან 7600 ათასი ქალი ამბობდა, რომ დაფეხმძიმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ მეგობარს შვილი შეეძინა.
ანალოგიური დასკვნები დაიდო 2014 წელს ჩატარებული კვლევების შედეგად. მეცნიერებმა 30 წლის ასაკის 1700 ქალის მონაცემი შეისწავლეს. ისინი სკოლის მეგობრები იყვნენ და ურთიერთობებს სწავლის დასრულების შემდეგაც აგრძელებდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეგობრები ახდენენ გავლენას ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. მაგალითად როგორიცაა ბავშვის დაბადება. როცა ერთი მეგობარი დაფეხმძიმდა, ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება მეორე მეგობარმაც მიიღო.
„ასეთი მაგალითები იწვევს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, როდესაც ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებთ“, - წერს გამოცემა ავსტრიული Kurier-ი, რომელმაც აღნიშნულ თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა.