ავარია ბათუმში ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.  ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც cyc.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.