ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ქმრების რამდენიმე ტიპი გამოყვეს

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ, ქმრების რამდენიმე ტიპი გამოყვეს და ამტკიცებენ, რომ ქალი ქვეცნობიერად ირჩევს ისეთ პარტნიორს, რომელიც მას ერთი შეხედვით თითქოს არ შეეფერება, მაგრამ სინამდვილეში თავს ყველაზე კარგად სწორედ მისგან რადიკალურად განსხვავებულ მამაკაცთან გრძნობს. ეს ტიპებია:

პატრიარქალური - ასეთი მამაკაცები პასუხისმგებლობას გრძნობენ ყველა ქალისა და ბავშვის მიმართ, რომელიც კი მათ ცხოვრებაში არსებობს. ისინი ფინანსურად უზრუნველყოფენ ოჯახს, არემონტებენ სახლსა თუ აგარაკს, წყვეტენ, სად გაატაროს ოჯახმა არდადაგები და ა.შ. ასეთი მამაკაცები იშვიათად ტოვებენ ოჯახს, ტრადიციული ფასეულობები მათთვის წმიდათაწმიდაა. ასეთი ქმრის გვერდით ქალი ყოველმხრივ დაცულად გრძნობს თავს, მაგრამ ამ ტიპის მამაკაცები ცოლებისგანაც ბევრს ითხოვენ. მათი გაგებით, ქალმა ოჯახში უნდა უზრუნველყოს სისუფთავე, მყუდროება, დროულად მოამზადოს გემრიელი სადილები, ბავშვები სრულ წესრიგში ჰყავდეს და მისთვისაც გაუთოებულ-გატკიცინებული პერანგები მუდამ მზად ჰქონდეს.

მუყაითი - ასეთი მამაკაცი ცხოვრობს სამსახურში, შრომობს დილიდან დაღამებამდე. იშვიათად აქვს ფინანსური პრობლემები. ცოლ-შვილი მისთვის მეორე პლანზე დგას, ამიტომ თუ გეტყვით, ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებო, ნუ დაუჯერებთ, სინამდვილეში მისთვის საკუთარი თავის პროფესიულ ასპარეზზე რეალიზება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახში.

უსაქმური -
ასეთ მამაკაცებს აქვთ არაჩვეულებრივი იდეები, იგონებენ ბრწყინვალე პროექტებს, იწყებენ დიად საქმეებს, მაგრამ დაგეგმვის სტადიის იქით საქმე აღარ მიდი. წამდაუწუმ იცვლიან სამუშაო ადგილს. უსაქმური მწვავედ რეაგირებს სამეურნეო საქმიანობაში მისი ჩართვის ყოველგვარ მცდელობაზე. ასე რომ, მისგან დახმარებას ნუ ელით.

მოსეირნე -
ასეთ მამაკაცს უამრავი გატაცება აქვს და უთვალავი მეგობარი ჰყავს. არც ქალების ყურადღება აკლია. ის სიცილით მიჰყვება ცხოვრების დინებას, დიდხანს არსად ჩერდება. ასეთ მამაკაცებს, როგორც წესი, ხშირად უმართლებთ. ისინი არასდროს ქორწინდებიან, მაგრამ თუკი ოჯახს მაინც ქმნიან, ცხოვრების ჩვეულ სტილს არასდროს ღალატობენ, არსდროს იღებენენ ვალდებულებას არაფრის და არავის წინაშე. მათთვის ცხოვრების იდეალური თანამგზავრია ემანსიპირებული, მდიდარი წარსულისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ქალი. თითოეული მათგანი საკუთარ ორბიტაზე იმოძრავებს და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.

პატარა ბავშვი - ის ჭკვიანია, კეთილი, ხალისით ასრულებს ყოველგვარ დავალებას, მაგრამ ძალიან უსუსურია. ცოლმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქმარს არ ჩაეძინოს, აუცილებლად ისაუზმოს, არაფერი დაკარგოს, ჩაიცვას სუფთა წინდები და თეთრეული. ასეთ მამაკაცს თითოეულ ნაბიჯს მეუღლე კარნახობს. იგი ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც კი ვერ იღებს დამოუკიდებლად.



წყარო