
კაცს, რომელმაც საკუთარ შვილზე იქორწინა ორ წლიანი ციხე მიუსაჯეს
- 31/05/19
- 2043 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ნებრასკას შტატში განაჩენი გამოუტანეს კაცს, რომელიც საკუთარ ქალიშვილზე დაქორწინდა. ამის შესახებ Omaha World-Herald-ი წერს.
2018 წლის შემოდგომაზე პოლიაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ 40 წლის ტრევის ფილდგროუვს სქესობრივი კავშირი ჰქონდა თავის 21 წლის შვილთან სამანტა კერშნერთან. მათ 1 ოქტომბერს იქორწინეს.
დედამ კერშნერს თავისი ბიოლოგიური მამა 3 წლის წინ გააცნო. მანამდე ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. კაცის მტკიცებით, მან არც იცოდა, რომ შვილი ჰყავდა.
დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ფილდგოუვი ნამდვილად სამანტას მამაა. ამის შემდეგ ისინი ინცესტში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს.
მათ 8-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ, თუმცა სასამართლო შეთანხების შემდეგ მამა-შვილს სასჯელი შეუმსუბუქეს. საბოლოოდ, კაცს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.