ათი ფილმი, რომელიც მხოლოდ ინტელექტუალ ადამიანებს მოსწონთ
- 01/06/19
- 971 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გავეცნოთ 10 თანამედროვე ფილმს, რომლებითაც ნამდვილი ინტელექტუალები მოიხიბლებიან.
1. „იმიტაციის თამაში“/The Imitation Game (2014) - ფილმში გადმოცემულია ბრიტანელი მათემატიკოსის, ალან ტიურინგის ისტორია, რომელმაც თავისი ბრწყინვალე გონების წყალობით მეორე მსოფლიო ომის დროს „ენიგმას“ კოდის გატეხვა შეძლო.
2. „გოგონა მატარებელში“/The Girl on the Train (2016) - ფილმის მთავარი გმირი რეიჩელია, რომელიც ყოველ დღე მატარებლიდან ხედავს ერთი შეხედვით მოსიყვარულე და იდეალურ წყვილს. თუმცა ეს იდილია ერთ დღესაც ირღვევა და რეიჩელი საინტერესო და უჩვეულო ისტორიის ნაწილი ხდება.
3. „ახლა მხედავ“/Now You See Me (2013) - მსოფლიოს გამორჩეული ილუზიონისტისა და FBI-ის აგენტის საინტერესო თავგადასავალი. ფილმში ნახავთ, როგორ ცდილობს FBI-ს აგენტი დამნაშავის გამოჭერას, რაც არც ისე მარტივი საქმეა, რადგანაც ის საუკეთესო ილუზიონისტია.
4. „მოსამართლე“/The Judge (2014) - ფილმის მთავარი გმირი წარმატებული იურისტია, რომელიც დედის დაკრძალვაზე თავის მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და გაიგებს, რომ მამამისი, ამ ქალაქის მოსამართლე, მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ის გადაწყვეტს, რომ დარჩეს და ფარდა ახადოს საიდუმლოს და თანდათან ბევრ საინტერესოს იგებს თავისი ნათესავების შესახებ, რომლებიც წლებია არ უნახავს.
5. „ტყვეები“/Prisoners - კელერ დოვერს ყველა მშობლის ღამის კოშმარი დაემართა - მისი ექვსი წლის გოგონა მეგობართან ერთად გაუჩინარდა. დრო გადის, გოგონების კი არ ბრუნდებიან და მამის მღელვარება, პანიკა, პიკს აღწევს. ის გაიტაცებს მამაკაცს, რომელიც თავისი ქალიშვილის გაუჩინარებაში დამნაშავედ მიაჩნია.
6. „დიდი შემცირება“/The Big Short (2015) - ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელმაც გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში მილიონების შოვნა შეძლო და კრიზისი თავის სასარგებლოდ შესანიშნავად გამოიყენა. ფილმი რეალურ მოვლენებს ეფუძნება.
7. „მის პრეგრინის სახლი უჩეულო ბავშვებისთვის“/Miss Peregrine’s Home for Peculiar Children (2016) - ჯეიკობს ბაბუა ბავშვობაში ხშირად უამბობდა უჩვეულო ბავშვების შესახებ. ამ ბავშვებს შორის კი იყო გოგონა, რომელსაც ხელში ცეცხლის დაჭერა შეეძლო, ასევე შეუმჩნეველი გოგონა და ტყუპები, რომლებსაც კომუნიკაციის დამყარება სიტყვების გარეშე შეეძლოთ. როდესაც ბაბუა გარდაიცვლება, 16 წლის ჯეიკობი მისტიკურ წერილს მიიღებს და გადაწყვეტს, რომ წავიდეს იქ, სადაც ბაბუას ისტორიების გმირები ცხოვრობდნენ.
8. „კინგსმენი: საიდუმლო სამსახური“/Kingsman: The Secret Service (2015) - ეგსი ახალგაზრდა ბიჭია გამორჩეული ინტელექტით, IQ-ს მაღალი მაჩვენებლით, მაგრამ ცხოვრების არასწორ გზას დაადგება და კრიმინალი ხდება. ერთ დღესაც ის ხვდება ჰარი ჰარტს, რომელიც ერთხელ ახალგაზრდა ბიჭის მამამ გადაარჩინა. ჰარი გადაწყვეტს, რომ დაეხმაროს ბიჭს, შეცვალოს მისი ცხოვრება და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
9. „საუკეთესო წინადადება“/La Migliore Offerta (2012) - ვირჯილ ოლდმენი აუქციონის ხელმძღანელია. ერთ დღეს საიდუმლოებით მოცული ქალი მას ანტიკური ნივთების გაყიდვას სთხოვს, რომელიც მისი თქმით, მის ოჯახს ეკუთვნის. ნივთებს შორის ოლდმენი აღმოაჩენს ისეთს, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. ვირჯილი ცდილობს საიდუმლოს ამოხსნას.
10. „მისტერ ჰოლმსი“/ Mr. Holmes (2015) - ფილმის მთავარი გმირი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დეტექტივი შერლოკ ჰოლმსია, რომელიც უკვე ასაკშია შესული, თუმცა ძველ საქმესთან დაბრუნება უწევს. მან 30 წლის წინანდელი მკვლელობის საქმე უნდა გახსნას.