რუსთავში გამოძახებაზე მისულ მეხანძრეებს ადგილზე ხანძრის მაგივრად მწვადის შეწვის როცესი გახვდათ

რუსთავში, კოსტავას გამზირზე გამოძახებულ სახანძრო ბრიგადას ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდა. როგორც  “ინფო რუსთავი” იუწყება, 112-ში მეზობელმა დარეკა და განაცხადა, რომ მესამე სართულის ხანძარი იყო.

აღნიშნულ მისამართზე დროულად მივიდა სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, თუმცა, აღმოჩნდა რომ ბინაში მეგობრები იყვნენ შეკრებილები და აივანზე მწვადს წვავდნენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი გამოძახება რუსთავში რამდენჯერმე დაფიქსირდა.