გორის პოლიციამ მოქალაქის ჩხრეკვისას ირმის რქა უპოვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გორში ავტომობილი გააჩერეს და მანქანაში მსხდომი ხუთი პიროვნება ზედაპირულად გაჩხრიკეს.

ერთ - ერთ მოქალაქეს პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება აღმოუჩინეს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე შეამოწმეს.

მოქალაქის თქმით, პარკში სამედიცინო დანიშნულების ნივთიერება - "ირმის რქა" იყო.

პატრულის თანამშრომლებმა მოქალაქეს ნივთიერება მალევე დაუბრუნეს.

radiomosaic.ge