პოლიციამ ზაჰესში 3 წლის დაკარგული ბავშვი იპოვა
- 03/06/19
- 3803 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პოლიციამ, 4-საათიანი ძებნის შემდეგ, ზაჰესის დასახლებაში 3 წლის ბავშვი იპოვა.
პატარა თავს კარგად გრძნობს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, დაკარგული ბავშვი მოქალაქემ შემთხვევით იპოვა და ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდა.
დაკარგული ბავშვის კვალს პოლიციამ მოქალაქეების დახმარებით მიაგნო.
შეგახსენებთ, რომ მშობელმა დილის 9 საათზე ბავშვი ეზოში ჩამოიყვანა, პატარა გაიქცა და მშობელმა მას ვეღარ მიაგნო.
ამის შემდეგ, მშობელმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.