15 წლის ულამაზესი ქართველი მოდელი Versace-ს ჩვენებაზე პარიზში
- 2015-01-27 18:50:02
- 17537 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ფოტოსესია, კასტინგიდან კასტინგზე სიარული, დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა, პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებთან დადებული კონტრაქტი, ვარსკვლავების გარემოცვა, პოპულარობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომლებიც მოდელის კარიერას განსაზღვრავს.
ქართველი ლამაზმანი, 15 წლის თაკო ნაცვლიშვილი Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მოდელია. ამჟამად კი მან პარიზში, Versace-ს ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა. თაკო ცნობილი მოდელის და სამოდელო სააგენტო Model Look-ის დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია.